მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების კუთხით მუშაობა გაიზარდოს – სტოლტენბერგი ღარიბაშვილს

“სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია” – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება.

​”ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. ნატო ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – გადადგომის თაობაზე ანონსის მიუხედავად, ჩემი გრაფიკი ასეთი აქტიური იქნებოდა
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შედარებით გრძელვადიანი ბრძოლის სტრატეგიაზე ვიმსჯელოთ – ბოკერია