11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უმაღლეს დონეზეა მოწვეული”- მაკა ბოჭორიშვილი კობახიძის საფრანგეთში ვიზიტზე

„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე, საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: გილაურის დაფინანსებაზე კითხვები ლეგიტიმურია
შემდეგი სტატიანოდარ ჩაჩანიძე “ენმ”-ზე: გილაურის ჩართვას თავად ცდილობდნენ, არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და გაღიზიანებაც ამის გამოა