მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება- დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი

მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
„იუსტიციის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული.
ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართლადამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და, რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი მცირდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ