მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც უფრო საინტერესო უქნება- მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას უნდა მიეცეს ის ფუნქცია, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება.

მისივე თქმით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე ალტერნატიული ვერსია არსებობს

“პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არის, რომ მოხდეს კონცენტრირება საპარლამენტო მმართველობის და ყოველდღიური მუშაობის. ეს არის ყოველდღიური პოლიტიკური მმართველობის თვალსაზრისით გამართლებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც იქნება ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მიმზიდველი რეგიონისთვის. არის არაერთი ალტერნატივა. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ ალტერნატივებზე და ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან პარლამენტის თბილისში სრულად გადმოსვლა იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
შემდეგი სტატიაAd Black Sea 2018-ის მონაწილეებს თიბისიმ კრეატიულ ინდუსტრიაში საავტორო უფლებები გააცნო