“მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ობიექტური და სამართლიანი ყველასთვის” – იან კელი ვანო მერაბიშვილის საქმეზე

ვანო მერაბიშვილის შესახებ, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი, შეფასება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს.

იან კელიმ განაცხადა, რომ ისინი თვალს ადევნებენ მსგავსი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების საქმეებს და მან ხაზი გაუსვა პროცესი ობიექტურობის დაცვის მნიშვნელობაზე.

“მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ობიექტური და სამართლიანი ყველასთვის. რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმეს. მოხარული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საქმე მიმდინარეობს საერთაშორისო კუთხითაც. ასე რომ, მნიშვნელოვნია ყველა პროცესი ობიექტური იყოს,“ – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მინდა, ჩემი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის გამოვიყენო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: 13 ივნისს ახალგაზრდებმა საოცარი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა მოახერხეს