“მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, რაც შეიძლება სწრაფად იყოს ღონისძიება გატარებული”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი შს მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არსებობს ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია იგეგმება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორიას მკვლელის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები მაქსიმალურად სწრაფად გატარდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, რაც შეიძლება სწრაფად იყოს ღონისძიება გატარებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაში, თუ გინდა არეულობა, პროვოცირება, ამ საზარელი მკვლელობის გამოყენება, კიდევ უფრო მძიმე შედეგებისთვის, არასწორი ადამიანების არასწორ თვეებში, ძალიან ბევრი არასწორი აზრი შეიძლება, გაჩნდეს.

ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ საკითხს საერთაშორისო ფორმატშიც ვაყენებდით, რომ სწარფად მოხდეს ამ საკითხზე პასუხების გაცემა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგი არ მოჰყვეს ამ საზარელ მკვლელობას”,- განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისუსმა ბესელიას დაქალი დაიჭირა, სასამართლომ კი გირაოთი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზა: სიცრუეა, რომ ახალი მატარებლები გვირაბში ვერ გაეტევა