„მნიშვნელოვანია, რომ ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ“

აშშ-ის ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით საქართველოს მთავრობა ხედავს საჭიროებას, იყოს დაბალანსებული უსაფრთხოების საკითხები და ასევე, ქვეყანაში შემოვიდეს მეტი თანხა ტურიზმის შედეგად.

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემის კომენტირებისას იან კელიმ აღნიშნა, ეს საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მეორე ტალღის სანქციები ირანთან მიმართებაში მოიხსნა. საქართველოს მთავრობა ხედავს საჭიროებას, იყოს დაბალანსებული უსაფრთხოების საკითხები და ამავე დროს, ქვეყანაში შემოვიდეს მეტი თანხა ტურიზმის შედეგად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რომელიც წინ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ უზრუნველჰყოს ჩართულობა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული თავისუფლება და საზოგადოება“, – განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა. უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც მოქმედ ორდინალურ პასპორტებს ფლობენ, უფლება ექნებათ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ (45) დღემდე ყოფნის უფლებით ისარგებლონ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანის ადვოკატი ლევან და გია გაჩეჩილაძეებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაშეწყალების საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა- მთავარი პროკურორის მოადგილე