“მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი განიხილებოდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით” – ზელენსკი

“მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებს ჰქონდეს კონსტრუქციული დინამიკა და ყველა საკითხი განიხილებოდეს ღიად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში აშშ-სა და უკრაინის გუნდების მუშაობის შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა, დიალოგის ძირითადი პარამეტრების, მისი აქცენტებისა და ზოგიერთი წინასწარი შედეგის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის და პირადად პრეზიდენტის იმ დროისთვის, რომელიც ასე ინტენსიურად იხარჯება ომის დასრულების ნაბიჯების განსაზღვრაზე. გავაგრძელებთ მუშაობას. მოუთმენლად ველი ჩვენი გუნდისგან სრულ ანგარიშს პირადი შეხვედრის დროს“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშივის შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება?! – მთავრობა სოციალური დახმარების პოლიტიკის შეცვლას გეგმავს
შემდეგი სტატიაCNN: “სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავა და სავარაუდოდ, პუტინს შეხვდება”