მნიშვნელოვანია ხელშეკრულების სულისკვეთების ბოლომდე გააზრება და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვირჩევენ – კალოიანი ევროკავშირის ანგარიშზე

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში.
კალოიანის თქმით, ასოცირების შეთნხმება საქართველოსთვს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია და ევროკავშირისაგან ნებისმიერი რეკომენდაცია ყურადსაღებია.
კალოიანმა აღნიშნა, რომ მნიშნელოვანი აქცენტები არის გაკეთებული კონსენსუსის აუცილებლობასთან და კრიზისის განმუხტვასთან დაკავშრებით, რასაც აუცილებლად შეუწყობს ხელს ქართული ოპოზიცია.
კალოიანის თქმით, მნიშნელოვანია ხელისუფლებამ ბოლომდე გაიზიაროს ხელშეკრულების სულისკვეთება და გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც სტრატეგიული პარტნიორები გვირჩევენ.
„ასოცირების ხელშეკრულება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან, ნებისმიერი რეკომენდაცია ყურადსაღებია, იქ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები არის გაკეთებული კონსენსუსის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით, რაც რათქმაუნა, ჩვენი ინტერესია და ყველანაირად ხელს შევუწყობთ კრიზისის განტვირთვას და ეს გადის 8 მარტის ხელშეკრულებების და იმ 4 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს წარდგენილი.
აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ოდირის რეკომენდაციები, რომელიც სამწუხაროდ ხელისუფლებამ არჩევნების დასრულებისთანავე უგულებელყო და დანიშნა კომისიის წევრები, მნიშვნელოვანი აქცენტები არის გაკეთებული სასამართლო რეფორმის აუცილებლობასთან დაკავშრებით, რათა ნდობა სასამართლოს მიმართ გაიზარდოს, რაც სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში არ ხერხდება, მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების სულისკვეთების ბოლომდე გააზრება და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვირჩევენ.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშითემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკი მოეწყობა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი