მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი – მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

ელჩი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთია, ხოლო ქვეყნის შიგნით არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩიხში მოიქციოს.

“მე დავეთანხმები ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი სხვადასხვა შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, უკვე 10 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ და მისი ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რაც შეეხება მეორე საკითხს ამ განცხადებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება და იყოს თავისუფალი მონაწილე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. არსებობს და უნდა არსებობდეს პოლიტიკური სურვილი რეფორმების გაგრძელების და პლურალისტული გარემოს შექმნის, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალის ჩამდენებად წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პანკისის სპეცოპერაციაზე – როდესაც ახალგაზრდა იღუპება, ეს ძალიან მტკივნეულია და დიდი დანაკარგია, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის