მნიშვნელოვანია გამოძიება არ იყოს ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი – ომბუდსმენი კახეთში მომხდარ დაპირისპირებას სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ორი დღის წინ კახეთში მომხდარ დაპირისპირების ფაქტებს სწავლობს. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების მხრიდან მიმდინარეობს დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ვიდეომასალების შესწავლა, რათა დადგინდეს ვისი მხრიდან იკვეთება დარღვევა.
ნინო ლომჯარია გამოძიების წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს.

ომბუდსმენის თქმით, გასარკვევია ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი.

„მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს და ფარგლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.

ჩვენ ვსწავლობთ მასალებს, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი. მათ შორის როგორ შეასრულეს ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მოსაზრებები და ასეთ დელიკატურ ვითარებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი,“-განაცხადა ომბუდსმენმა.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი: ტრამპს, ერდოღანისთვის გიულენის ექსტრადირების პირობა არ მიუცია
შემდეგი სტატიასამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო