“მნიშვნელოვანია, გაირკვეს ადგილი ხომ არ ჰქონდა სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს”- აბესაძე ტყიბულის ტრაგედიაზე

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ტყიბულის შახტაში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკითხი უნდა გამოიძიონ ძალიან დეტალურად რათა გაირკვეს ადგილი ხომ არ ჰქონდა სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს.
,,ვიზიარებთ დაღუპულების ოჯახის წევრების მწუხარებას. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს აიძულებს დასთანდხმდნენ ასეთ სარისკო სამუშაო ადგილებზე. ხაზგასასმელია, რომ სახლემწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხისშემცველი ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება და შესაძლებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფლაი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონი, დღესაც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას აკონტროლოს მომეტებულიტექნიკური საფღტხის შემცველი ობიექტები ისეთი, როგორიც არის მაგალითად შახტა და პერიოდუულად განახორციელოს კონტროლი, რათა მისი ექსპლუატაცია ხდებოდეს ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოში. საუბარი ახალი, დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე არ არის რეალური გამოსვალი’’ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“დიდი ტრაგედია გვაქვს, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს”- ზურაბ ალავიძე
შემდეგი სტატიასაია მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს