მნიშვნელოვანია დასავლეთმა არ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ყირიმის, დონბასის და საქართველოს შემთხვევაში მოხდა – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები არ უნდა შეაფასოს.

„მოვისმინე საუბრები ამბობენ, რომ საფრთხე აღარ არის რუსეთიდან, რადგან რესურსები ამოწურეს, მაგრამ ეს ასე არ არის“, – აცხადებს კალასი.

მან დასძინა, რომ რუსეთის არმიას ჯერ კიდევ ჰყავს მრავალი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ომში წასვლა შეუძლიათ.

კალასის თქმით, მოსკოვი არ ითვლის დაღუპულების რაოდენობას.

„მნიშვნელოვანია, დასავლეთმა არ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ყირიმის, დონბასის და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა კალასმა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს
შემდეგი სტატიაე.წ. შესაშინებელი სიების ყალბი ტირაჟირება ახალი არ არის – პროკურატურა ხოშტარიაზე