მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შედარებით გრძელვადიანი ბრძოლის სტრატეგიაზე ვიმსჯელოთ – ბოკერია

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორის შეხედულებები, მათ შორის, იმ ხედვაზე რომელიც ჩვენ გვაქვს გასაჯაროვებული და რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც არის კრიზისის ბოლომდე გაფორმება, ვგულისხმობთ პარლამენტის საკითხს, სხვა ყველა იდეას მოვისმენთ.“ – ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, ჩვენს გუნდს, „ევროპულ საქართველოს“ ჩვენი ხედვა გასაჯაროვებული გვაქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ სწრაფ პანაცეას, რომ რაღაც ერთმა ნაბიჯმა კრიზისიდან გამოგვიყვანოს, ისეთ ღრმა კრიზისში შეიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა. აქ ჩვენ გველის სამწუხაროდ კიდევ უფრო გრძლევადიანი ბრძოლა, ვიდრე გვსურდა რომ ყოფილიყო და ამ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორის შეხედულებები, მათ შორის, იმ ხედვაზე რომელიც ჩვენ გვაქვს გასაჯაროვებული და რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც არის კრიზისის ბოლომდე გაფორმება, ვგულისხმობთ პარლამენტის საკითხს, სხვა ყველა იდეას მოვისმენთ. აქ საფრთხე პოლიტიკური დევნის შედეგად ემუქრება რეჟიმის ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს სხვადასხვა მომენტში, ამ მომენტში ბუნებრივია ყველაზე ახლო არის ლელოს ლიდერებისა და გვარამიას საკითხი, იმიტომ რომ მათი პროცესები სრულდება, ოღონდ პრობლემის ძირი ერთი ადამიანის დევნა კი არ უნდა იყოს, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, არის რეჟიმის ბუნება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ააქტიურებს პოლიტიკურ დევნას ან შეიძლება ოდნავ შეაფერხოს, არსებითად არ იცვლება არაფერი, ეს ინსტრუმენტი უჭირავს ხელში. ამიტომ არის, რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო ამ რეჟიმთან ბრძოლისას. პოლიტიკური დევნა ამ რეჟიმის განუყოფელი ნაწილია. ილუზია იმისა, რომ რომელიმე კონკრეტულ დევნას გავაჩერებთ, ამ კონკრეტულ ადამიანს ვერ დაიჭერენ ან არ დააჭერინებს საზოგადოებრივი წნეხი, მცდარია სამწუხაროდ. არა იმიტომ რომ ერთი რომელიმე ადამიანის ბედი უმნიშვნელოა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული პოლიტიკური დევნილის ბედი, ოღონდ ამ მიდგომით ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის თამაშს ვთამაშობთ თუ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ აი ეს კონკრეტული ადამიანის ბედია ყველაფრის გადაწყვეტა, სანამ ძალაუფლებას ინარჩუნებს რეჟიმი ისეთს, როგორიც არის და სანამ მას აქვს ძალა. მისი ამ რეჟიმის მორყევას სჭირდება გაფართოება საზოგადოების იმ შრისა, ვინც მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების კუთხით მუშაობა გაიზარდოს – სტოლტენბერგი ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიასტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან