მნიშვნელოვანია არა წვრილფეხა კორუმპირებულების, არამედ მერიის მაღალი თანამდებობის პირების დაკავება- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების კუთვნილი თანხის მითვისების ბრალდებით მერიის თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგეს დედაქალაქის მთავრობის იმ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ევალებოდათ.

„საკითხი, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, ფაქტობრივად, გამოვიძიეთ, დადასტურდა და დაადასტურეს, რომ შშმ ბავშვების თანხები მიიტაცეს დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არა კომპანიის წარმომადგენლების დაკავება, რომლებიც ამ საქმიანობას ასრულებდნენ, არამედ დედაქალაქის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ საბიუჯეტო სახსრების კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ საქალაქო სამსახურის უფროსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის მთავრობა, რომლის საქალაქო სამსახურისგანაც ეს ფული წაიღო კომპანიამ, მიიტაცა და შემდეგ შშმ ბავშვები გააფორმა, რომ თითქოს იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში, არ იყვნენ.

მნიშვნელოვანია არა წვრილფეხა კორუმპირებულების დაკავება, არამედ, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დედაქალაქის მერიაში სხედან,“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.

banner
წინა სტატიაშიფოფხაძე „აიისას“ სკანდალზე: ვისაც ჰგონია, რომ მათი უფლება დასაცავია, იმ ადამიანს ფსიქიკა ნორმალური არ აქვს
შემდეგი სტატიათბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს