მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში

მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში
2013-2018 წლები

• დაიგო 89.23 კმ გზა
• აშენდა 5 და რეაბილიტირდა 1 ხიდი
• რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური
• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ქალაქ სენაკსა და სოფელი ნოსირში

• რეაბილიტირდა 20 სკოლა
• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 1028 მოსწავლე
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
üუნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე აშენდა და აღიჭურვა მეცხოველეობის ფერმა
üმიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
• აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 26 საბავშვო ბაღს

• შეიქმნა 5 ახალი საწარმო / გაფართოვდა 10 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 60 პროექტი

• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 210-მა პირმა
• დაფინანსდა 10 ხეხილის ბაღის გაშენება
• შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 175-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 345 136 ლარის მოსავალი
• აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტით დაფინანსდა 6 პირი
• პროექტ “მობილური ექსტენციის” ფარგლებში ფარგლებში 14 სოფელში 800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია
• დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 4 სარეაბილიტაციო პროექტი

• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
• უშაფათში აშენდა ამბულატორია
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება მიიღო 379-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 1 მლნ-მდე ლარი

• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 165 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“)
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 263 დევნილ ოჯახს

• სენაკში გაზიფიცირდა 10 585 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი სენაკში
• გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო რეესტრის სენაკის ფილიალის შენობა

• მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია
• მიმდინარეობს სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია
• რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა
• რეაბილიტირდა 19 მინი მოედანი

• სენაკის II ქვეით ბაზაზე გარემონტდა 15 საცხოვრებელი და 1 სასწავლო ყაზარმა, სასადილო და ფეხბურთის მოედანი

banner
წინა სტატიაშიმეტროს მემანქანეებს 2019 წელს ხელფასი არ გაეზრდებათ
შემდეგი სტატია“ბოდიშს ვიხდი თუ ვინმემ თავი ცუდად იგრძნო” – “ფეიკ ნიუსი”, რომელიც “საზმაუმ” გაავრცელა – რა დაადგინა ქარტიამ?