მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში

მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში
2013-2018 წლები

• რეაბილიტირდა 96.1 კმ გზა და 11 ხიდი
• დასრულდა წყალმომარაგების 2 პროექტი
• რეაბილიტაცია უტარდება აბაშის წყალმომარაგების სისტემას

• რეაბილიტირდა 19 სკოლა
• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 754 მოსწავლე
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი
• აშენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

• გაფართოვდა 10 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 37 პროექტი

• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 276-მა პირმა
• დაფინანსდა 9 ხეხილის ბაღის გაშენება
• შეიქმნა 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 271-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 400 000-მდე ლარის მოსავალი
• პროექტ “მობილური ექსტენციის” ფარგლებში ფარგლებში 12 სოფელში 700-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;
• დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი

• აბაშაში გაზიფიცირდა 6 257 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 40 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“)
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 59 დევნილ ოჯახს

• ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
• სოფელ ეწერში აშენდა ამბულატორია
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 170-მა ბავშვმა.
• მიმდინარეობს ცენტრალური გზის განათების მოწყობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შენობის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია.

banner
წინა სტატიაშივალის განულების შესახებ მონაცემების ნახვას მოქალაქეები 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ
შემდეგი სტატიახელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს დარბაზის კარები და ხალხს დახმარებაზე უარი უთხრეს-რა მოხდა ფოთში