25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხანგრძლივი მშვიდობისკენ” – კობახიძე აშშ-ირანის შეთანხმებას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურმა მედიაციის ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.

„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიისრაელ კაცი – ისრაელი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს ლიბანში დაკავებული ტერიტორიებიდან
შემდეგი სტატიარაჭაში “ლუხუნი 2” ჰესის მშენებლობისთვის მთავრობამ კომპანიას მიწა 1 ლარად მისცა და პირგასამტეხლო აპატია