მნიშვნელოვანი იყო ის მკაფიო გზავნილები რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ – სოფო ქაცარავა გაეროში პრემიერის გამოსვლაზე საუბრობს

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მკაფიო გზავნილები რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ,“ – ეს განცხადება, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავამ გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.

ქაცარავა აღნიშნავს, რომ გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მამუკა ბახტაძემ სწორი გზავნილები გაახმოვანა.

დეპუტატის თქმით, გარდა საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრისა, სწორია, როდესაც პრემიერმა ქვეყნის უსაფრთხო გარემოსა და დემოკრატიაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ საერთაშორისო არენაზე, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც აირჩია განვითარების და პროგრესის გზა. სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, საფრთხეებზე საუბარი და მეორე მხრივ, საქართველოს წარმოჩენა ისე, როგორც უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტები,“ – განაცხადა ქაცარავამ.

პრემიერი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო რა გამოწვევების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მამუკა ბახტაძემ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მცოცავი ანექსია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მისცეს.

18 წუთიანი მიმართვისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის აქტიურად გამოყენების მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : მამუკა ბახტაძეს გაერო-ში ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძის დაკითხვა გადაიდო