21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში”- ზელენსკი ფიცოს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.“ახლახან ვესაუბრე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მტკიცე ურთიერთობები უნდა გვქონდეს და ამით ორივე მხარე ვართ დაინტერესებული.

მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და მზად არის, გაგვიზიაროს გაწევრიანების საკუთარი გამოცდილება.

ბატონი პრემიერმინისტრი ვიზიტით კიევში მოვიწვიე და მადლობა გადავუხადე ბრატისლავაში მიწვევისთვის. ასევე განვიხილეთ უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა. ჩვენი გუნდები შეხვედრების განრიგზე იმუშავებენ”,_აცხადებს ზელენსკი.

სლოვაკეთის პრეზიდენტი რობერტ ფიცო მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება. ჩეხეთმა მის თვითმფრინავს საჰაერო გზა გაუხსნა, რათა მან მოსკოვში გაფრენა შეძლოს.

banner
წინა სტატიაში“გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა”- ახმეტელის თეატრი
შემდეგი სტატია“რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება”- რითეილ ასოციაცია