“მნიშვნელოვან პროექტებს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში გასაპროტესტებელი არაფერია, რადგან იქ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 

“სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო, ბნელი ძალები ცდილობენ ამ პროექტის განხორციელებას (არ ვიცი რისთვის) ხელი შეუშალონ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში, მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას ეწინააღმდეგება.
banner
წინა სტატიაში“არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მეც ვიყო”
შემდეგი სტატია,,დარწმუნებული ვარ, რომ 99% მხარს დაუჭერს, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა”