მმართველმა გუნდმა შესთავაზა თუ არა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს?!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აკონკრეტებს, მმართველმა გუნდმა შესთავაზა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დიმიტრი გაბუნიას აღნიშნულ თანამდებობაზე ლობირებას სწორედ საპარლამენტო უმრავლესობა და პირადად ეკა ბესელია უწევს.

„ქალბატონი სალომე თავად გადაწყვეტს, ვის სად წარადგენს. დიმა გაბუნიას ვიცნობ, როგორც კვალიფიციურ იურისტს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, – განუცხადა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება. აღნიშნულს თავად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

banner
წინა სტატიაშივერ დავადასტურებ, რომ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის შეთავაზებული
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცეს