მმართველმა გუნდმა ევა გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელდა. გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ოფიციალურად წარადგინეს.

დამტკიცების შემთხვევაში, ევა გოცირიძე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

საპარლამენტო უმრავლესობა ევა გოცირიძეს ობიექტურ, პროფესიონალ იურისტად ახასიათებს და მის წინააღმდეგ აგორებულ უარყოფით კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.

„კითხვები გამოწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიპიარის შედეგად და დახასიათდა ქალბატონი ევა, რომ ის არის ობიექტური, პროფესიონალი იურისტი, პროფესიულ წრეებშიც ასე იცნობენ და ჩათვალა გუნდმა, რომ იგი გაართმევს ძალიან კარგად მოვალეობას თავს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშილეოგრანდში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიათბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება