მმართველმა გუნდა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი იმიტომ გადადო, რომ მათ შეეშინდათ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მმართველმა გუნდა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი იმიტომ გადადო, რომ მათ შეეშინდათ.

“გადადეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძალიან შეეშინდა ბატონ ოხანაშვილს იმის, რომ ნიკა მელიას პირველი გამოსვლა პლენალურ სხდომაზე იქნებოდა სწორედ ამნისტიის კანონზე. გასაგებია ეს ყველაფერი, რომ ისინი ფორმალურად უმრავლესობაში არიან და ამიტომ გამოიყენეს ეს და ამით შეცვალეს დღის წესრიგი.

მაგრამ არა უშავს, პოლიტიკური გამოსვლის შესაძლებლობა მაინც გვექნება და ნიკა მელია დღეს გააკეთებს მთავარ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს”,- თქვა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს( video)