“მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებზე იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟშია”

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟა ლელუაშვილის დაკავებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. გოკა გაბაშვილის თქმით, ლელუაშვილი ოცნებასთან დაახლოებული პირი იყო და ის აქტიურად მონაწილეობდა გარდაბანში გამართული არჩევნების პროცესში და კოორდინაციას უწევდა „ქართული ოცნების“ შტაბს:
„კიდევ ერთი ბრიფინგი ვიხილეთ პროკურატურის და როგორც მოსალოდნელი იყო მიმდინარე ვიდეოშანტაჟზე და კადრების გავრცელებაზე არაფერი არ ითქვა. არადა უკვე ზედაპირზე დევს ვიდეოშანტაჟისტების პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებზე იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟშია.

რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს 2012 წლიდან ეს ადამიანი დაპატიმრების შიშით თანამშრომლობს ძალიან მჭიდროდ ქართულ ოცნებასთან, ის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში და 2012 წელს ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციონერი დეპუტატების „ოცნებაში“ გადაბირების საქმეში. ასე, რომ დღევანდელ განცხადებაზე უნდა ითქვას, რომ არაფერი ახალი გამოიძიებას არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, ვინ ავრცელებს ვიდეოებს.“- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას ვაპირებ”- შალვა რამიშვილი დაკითვაზე მივიდა
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილი: თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში