მმართველი პარტიის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულებაა საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება
მნიშვნელოვანი
- მმართველი პარტიის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულებაა საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება
სხვა სტატიები
- მამუკა ბახტაძე : არჩევნები დასრულდა და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს, ბევრი საქმეა გასაკეთებელი
- გიორგი კახიანი – იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი იმ გზას არ გაუყვება, რა გზასაც მისი წინამორბედი ადგა
- ირაკლი ალასანია: დღეს მომხდარი ტერაქტები გვაჩვენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო
„ამერიკის ხმა“ „დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრის“ დირექტორის მაიკლ კარპენტერის შეფასებას აქვეყნებს, სადაც ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ის აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულებაა საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება. კარპენტერმა ამასთან დაკავშირებული აქცია და დემოსტანტები შეაფასა.
„მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას, – ამბობს მაიკლ კარპენტერი, დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი.
კარპენტერი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამავე დროს კი სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის შესაძლებლობა. ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ ამის მისაღწევად დიალოგია აუცილებელი, – დასძენს კარპენტერი.
მკვლევარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი აზრით, ეს თავის დროზე ძალიან გონივრული წინადადება იყო და მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს. პარტიის ლიდერებმა კი (ამ თემაზე) საჯაროდ მოითხოვონ პარტიის ერთსულოვნება.
„ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება“ , – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში მაიკლ კარპენტერი.