12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი” – სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს”, – ასე ეხმაურება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ, “გრანტების შესახებ”, კანონის გამკაცრებას.

ზურაბიშვილი ხელისუფლების მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის რუსული მოდელის მიმართულებით წაყვანად აფასებს.

“ტერორი საქართველოში – ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცვლილების მიხედვით, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება.

banner
წინა სტატიაში“ირანის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან, დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას” – აბას არაღჩი
შემდეგი სტატია“ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გასაჩივრებას აპირებს