მმართველი პარტიის აქტივისტი „ენმ“-სცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

მმართველი პარტიის აქტივისტი „ენმ“-სცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტი გიორგი ჯანაშია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

როგორც მან პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ენმ-ს წევრებმა ,ასევე მათ მიერ მართულმა ფეისბუქ გვერდებმა მისი მისამართით გამოაქვეყნეს, რომ ის მძიმე დანაშაულზე ნასამართლევია, თუმცა ჯანაშიამ მედიას წარუდგინა ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება რომ ჯანაშია ნასამართლევი არ არის.

,,ჩემი მისამართით „ენმ“ ფეიკ გვერდების მეშვეობით ახდენს ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას, ასევე ბრალს მდებენ პედოფილიაში. როგორც ჩანს ნაც მოძრაობას გაუღრმავდა კრიზისი და დაკავებულია ახლა ჩემი დისკრედიტაციით. მე შემაქვს სარჩელი პროკურატურაში და მივმართავ როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლობას, ისე არასამთავრობო სექტორს,”- განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ,როგორც “ენმ”-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძემ განაცხადა, ეს არის საარჩევნო კამპანიაზე ხელის შეშლის მცდელობა. მისივე თქმით, ,,სისულელეებზე” სხვა დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. პიჯაკების საქმე – ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ოთარ ქველიძის დაკითხვა 16 მაისისთვის გადაიდო
შემდეგი სტატიაპატრიარქმა საქართველოში ვიზიტით მყოფ კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა