მმართველი პარტიიდან ყველა დუმს – მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ დრომდე ითხოვს. უკვე ათი დღე გავიდა, რაც ამ მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა 150 დეპუტატის სახელზე განცხადება შეიტანა. მის წერილს მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობა, “პატრიოტთა ალიანსი” და მამუკა ჩიქოვანი გამოეხმაურნენ. “ქართული ოცნება” შვილმოკლული მამის განცხადებას უპასუხოდ ტოვებს.

„მოქმედი პარტიიდან (მმართველი პარტიიდან) თითქმის ყველა დუმს, მე კი არა მთელი საქართველო ხვდება, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პარლამენტიც და ხელისუფლებაც მე მებრძვის. ზუსტად ვიცით, რომ პირდაპირ აქვთ გამოცხადებული ომი. თუ მე ვარ დამნაშავე დამსაჯეთ, თუ თქვენ ხართ, სახელმწიფო, დამნაშავე-დაისაჯეთ. ამას მოვითხოვ მე,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში5-კაციანი ჯგუფი განაგებს მთლიანად პარლამენტის მენეჯმენტს – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა