მმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს

მმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი იყო კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი.
“საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ. ყველა პროცედურა გასავლელია. ვეცდებით, ეს მომავალი კვირის განმავლობაში მოვახერხოთ. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს სამკვირიანი ვადა აქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, კანდიდატურის პარლამენტში წარდგენის შემდეგ განხილვები გაიმართება ფრაქციებში, ასევე უმრავლესობასა და უმცირესობაში. ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მიმართ პარლამენტში დიდი ინტერესი იქნება.

banner
წინა სტატიაშიAnonymous-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებზეც „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმას აპირებს
შემდეგი სტატიაამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი