მმართველი გუნდისა და პოზიციის ლიდერებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და პოზიციის ლიდერებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „ლელოს“ წევრები ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დატოვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი: საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით
შემდეგი სტატიაუგულავა ნატო-ს გზავნილებზე: “ქართული ოცნება” თავის თამაშებშია აბლანდული