მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვაზე ალაპარაკდა

მმართველი გუნდის წევრები რუსთავი2-ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვისას მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების წევრი, კობა ნარჩემაშვილი, საქმის სამართლებრივ ჩარჩოში განხილვის მომხრეა.

„ვთვლი, რომ მანამ, სანამ საკითხი არის სამართლებრივ ჩარჩოში, ვერაფერს ვერ ვხედავ განსაკუთრებულს. ოღონდ მთავარია, რომ მხარეთა უფლებები იყოს აბსოლუტურად გარანტირებული ნებისმიერ ინსტანციაში, ეს იქნება ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ინსტანციის სასამართლო,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, რუსთავი2-ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გადანაცვლების არსებულ მოლოდინებზე საუბრობს.

„ჩემთვის, პირადად, ეს მისასალმებელია, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელშიც შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ რაღაც შესაძლო სკეპტიციზმი არსებობდეს, იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ასეთი განწყობა აღარ იქნება,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული სასამართლოს დიდ პალატაში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ემუქრება?