სკანდალური ჩანაწერები-მმართველი გუნდი საპარლამენტო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს – ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ გააკეთა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.

აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მოხდეს გამოძიება იმ ფაქტებისა, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.

მისივე განცხადებით, აუცილებელია სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის “ტერბაიტები”, რომელიც მას კომპრომატის სახით აქვს შენახული.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ შს მინისტრს პარლამენტში არა მარტო ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც იბარებს, რათა გიორგი გახარიამ არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს. აკაკი ზოიძე საკითხზე არც საპარლამენტო კომისიის შექმნას გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში 30-წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
შემდეგი სტატია“აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე რაც მან წარმოთქვა” – კალაძე ჩანაწერების შინაარსზე