მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება – რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ 13 ოქტომბერს გაიმართება

კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას 13 ოქტომბერს გეგმავს. მანამდე “ქართული ოცნება” სხდომის ჩანიშვნისთვის პრეზიდენტს მიმართავს. რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებმა პრეზიდენტის შენიშვნები ან სრულად უნდა გაიზიარონ ან ვეტო დაძლიონ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით ვეტო დაიძლევა, რის შემდეგაც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, კანონმდებლები ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივას დაარეგისტრირებენ. მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ბონუსების გაუქმება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება.

„ჩვენ სავარაუდოდ, დავძვლევთ ამ ვეტოს, უბრალოდ კარგი იყო, რომ ეს ჩვენი შეთავაზება, რომელიც გაჟღერდა პრეზიდენტთან, გათვალისწინებული ყოფილიყო. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა და ამ პროცედურებსაც უმოკლეს ვადაში გავივლით, ამაზე გვაქვს გუნდში შიგნით შეთანხმება,“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაშინუ გავწირავთ კონსტიტუციას ერთპარტიულობისთვის – ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატიაამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია… თავის ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტი მარტო დარჩება – ლევან კობერიძე