,,მმართველი გუნდი ისეთ საარჩევნო ცვლილებებს იღებს, რასაც თავად ოპოზიციაში მხარს არასდროს დაუჭერდა”

ოპოზიციონერი დეპუტატი კობა სუბელიანი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ისეთ საარჩევნო ცვლილებებს იღებს, რასაც თავად ოპოზიციაში არასდროს დაუჭერდა მხარს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსნით განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას – ცალკეული ოლქების გაერთიანებას და ცალკეული ოლქების დაყოფას გულისხმობს, კამათის ფონზე მიმდინარეობს.
“როგორ წარმოგიდგენიათ, ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მესტიის მოსახლეობას როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება?! ამ ორ რაიონს ერთმანეთთან დაახლოებით 400-500 კილომეტრი აშორებს. გასაგებია, რომ ეს არჩევნების მოსაგებად კეთდება, მაგრამ რეალობა რასაც ვხედავთ არის ის, რომ ამბროლაურის ან ონის დეპუტატი მესტიის მოსახლეობას როგორ მოემსახურება, ან მესტიის დეპუტატი ცაგერის მოსახლეობას როგორ მოემსახურება?! ეს ხომ არის ის, რასაც თქვენ ოპოზიციაში რომ ყოფილიყავით, არასოდეს მხარს არ დაუჭერდით. ზუსტად მაქვს წარმოდგენილი, როგორ გამოხვიდოდით სიტყვით და რეებს ილაპარაკებდით, რომ აი, ხალხი უნდათ გადაკიდონ ერთმანეთს, იმ რაიონის ხალხი ამ რაიონის ხალხს დაუპირისპირდეს. ისეთ აპოკალიფსს დახატავდით, რომ შეაძულებდით ადამიანს ყველაფერს. ახლა ასე წყნარი სახით მაჯერებთ, რომ მესტიას უნდა მოემსახუროს არჩეული ადამიანი, რომელიც ასევე ონში ჩავა და ონის მოსახლეობის პრობლემებით დაკავდება, შემდეგ ჩამოივლის ამბროლაურში, ცაგერში. რა სისულელეა ეს, რა არის საერთოდ!”, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სპეციალურ პრესკონფერენციას 14:30 საათზე გამართავს
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ანგარიშზე იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გადაიდო