მმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკა – აბესაძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 10:33

მმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკა – აბესაძე

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა. მიუხედავად ამისა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს მაინც გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკა – კლანმა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე.

„იმდენად ჩქარობს „ქართული ოცნება“ ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკური ნების დაკანონებას, რომ კლანმა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე, რომ ფაქტობრივად მორიგ ჯერზე დაარღვია საკუთარი პირობა და ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვის გარეშე ჩატარდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. შედეგი ნათელია, ჩვენც სამწუხაროდ მივიღებთ დაკანონებულ სტატუს-კვოს სასამართლოში, სტატუს-კვოს, რომლის მიმართაც სასამართლოში ნდობა არის კრიტიკულად და უაღრესად დაბალი,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 10:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics