“მმართველი გუნდი” ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არ ეშინიათ. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოაცხადა “აგენტად” და ირწმუნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისეთივე ტერმინებით საუბრობს “ოცნებაზე”, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ “აგენტები”.
რასაც ლაპარაკობს “ნაცი”, “მეორე ნაცი”, გვარამიას პარტია, “მესამე ნაცი” – რეკეტიორი და თაღლითი ხაზარაძე, “მეოთხე ნაცი” – “ნაცთან” მოღალატე გახარია, იგივე სიტყვებით რომ დაიწყებს ლაპარაკს, შეეგუოს იმას, რომ ჩვენ ამ ყველაფერს აღვნიშნავთ – ის არის აგენტურული ოპოზიციის ნულოვანი რეპუტაციის და ნულოვანი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ე.წ. პრეზიდენტი. შეშფოთებულის რა შემატყვეთ, შეშინებული დამინახეთ თუ … რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის კი არა, აგენტურის, არცერთის არ გვეშინია, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ და შეშფოთება რა მომენტში შეგვატყვეთ, ასე რომ დაასკვენით”, – განაცხადა მდინარაძემ.