“მმართველი გუნდი, 2016 წლის არჩევნებისზე მარცხისთვის უნდა იყოს მზად”

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ სერგო რატიანის თქმით, უმრავლესობა და მმართველი გუნდი, 2016 წლის არჩევნებისზე მარცხისთვის უნდა იყოს მზად და ამ აზრს შეგუებული.

“როდესაც კვლევითი ორგანიზაციები ამბობენ, რომ თქვენი რეიტინგი დაცემულია, გიკვირთ და ამბობთ, რომ ეს მართალი არაა, მაგრამ რეალურად ხდება ის, რომ მაგალითად გუშინ დედოსფლისწყაროში ოპოზიციური პარტიის ოფისი დაცხრილეს; 3 ახალგაზრდა სრულიად უკანონოდაა დაკავებული; ადამიანები მოტყუებულები არიან; მე-4 საუკეთესო წლის ნაცვლად ქვეყანა და მოსახლეობა უკან-უკან მიდის და ამის ფონზე რატომ გიკვირთ, რომ თქვენი რეიტინგი ეცემა?! ამის ფონზე, თქვენ უკვე უნდა მოემზადოთ არჩევნების მშვიდად წაგებისთვის.

რაც შეეხება მოწმის დაკითხვის საკითხს, თქვენ ამით არათუ გააუმჯობესეთ ქვეყნის კრიმინოგენული სიტუაცია, არამედ დააბრუნეთ საბჭოური პერიოდი – გმირი დამნაშავისა. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დაგგემკვიდრებინათ საბჭოთა სტერეოტიპი – დამნაშავე სოციალურად ახლობელია, ხოლო პოლიტიკური ოპონენტი მტერია”, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, კონგრესის მხრიდან, მსგავსი პოლიტიკური მხარდაჭერის მთელი სერიალი გვექნება”
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე – წელს, როგორც არასდროს თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს