„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა”- ბესელია

„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა”- განნაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასკვნა უმწვავესია, თუმცა მმართველ გუნდს ის არ აინტერესებს.

სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.

ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სწორედ ჩასწორებული ვარიანტის გაცნობას ითხოვდა, რის გამოც საკითხი გუშინ სესიაზე აღარ განიხილეს. მმართველი გუნდი მიანიშნებს, რომ მხოლოდ მცირე დათმობებზე წავა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილს გამოსვლა ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს
შემდეგი სტატიაუმრავლესობის შეხევდრა ივანიშვილთან დასრულებულია – “ოცნება” ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს