მმართველ გუნდში უარყოფენ, რომ ევროკავშირის ელჩებისგან მკაცრი რეკომენდაციები მიიღეს

საპარლამენტო უმრავლესობაში ევროკავშირის ელჩების მკაცრი წერილის არსებობას უარყოფენ. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირის ელჩებისგან მათ მკაცრი შინაარსის რეკომენდაციები არ მიუღიათ და ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ საუბარია მხოლოდ ეუთოს რეკომენდაციებზე, რომელიც განხილულია და რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, ასეთი განცხადება ელჩებს არ გამოუქვეყნებიათ. ვფიქრობ, თვითონ მინიმუმ, ორი თვით ჩამორჩება პოლიტიკურ მოვლენებს, იმიტომ რომ სინამდვილეში საქმე ეხება ეუთოს რეკომენდაციების, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოსცა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ჩვენ ეს რეკომენდაციები განვიხილეთ, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უკვე შევხვდით დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენს ყველა ძირითად საერთაშორისო პარტნიორს.

“აპრეზიდენტო არჩევნებზე იყო მაღალი პოლარიზაცია. იყო ეს სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, რაც მეტწილად სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო გამოყენებული. რა თქმა უნდა არის რეკომენდაციები, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის კონტროლს, არის პოლიტიკური მზადყოფნა და ამაზე მუშაობის პროცესი დაწყებულია,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს – ევროკავშირის მკაცრი წერილი
შემდეგი სტატიათბილისიდან როენა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ