მმართველ გუნდში შეხვედრა დასრულდა-“უმრავლესობის მხრიდან 92 მხარდამჭერი დაფიქსირდა”

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე მართველი გუნდი ქართული ოცნების ოფისში შეიკრიბა, შეხვედრა რომლსაც უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ უკვე დასრულდა. უმრავლესობის შეხვედრას პარტიის ოფისში არ ესწრებოდა პარტიის თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას პირნათლად ასრულებს და თუ კი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა ეს სრულად ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

„პირველივე მოსმენაზე დაფიქსირდება 92 მხარდამჭერი უმრავლესობის მხრიდან და ახლა უკვე იმ დეპუტატებზეა ჯერი, რომ დაუჭირონ მხარი ოპოზიციის იმ ნაწილის წარმომადგენლებმა, რომლებმაც აქამდეც დააფიქსირეს ღიად მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. კომუნიკაცია იყო სხვადასხვა დეპუტატებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ რომ მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს კვლავ იგივე აზრზე არიან. ვინც განაცხადა მათი ჩათვლით საკონსტიტუციო პროექტს უნდ ჰქონდეს 117 კაციანი მხარდაჭერა, რა შეთხვევაშიც რისკი არის ნულზე დაყვანილი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ე.წ ამბოხებულ დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მათგან ცვლილებების წინააღმდეგი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, რომელიც საკუთარ აზრს აქამდეც ღიად აცხადებდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია“ალბათობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ჩავარდეს”