მმართველ გუნდში დაპირისპირება არ არის-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

არანაირი დაპირისპირება მმართველ გუნდში არ არის, ოთხპუნქტიანი გეგმა გახლავთ ძალიან ცხადი და ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ამ განცხადებით, ბოჭორიშვილი ,,ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის საგაზეთო ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ვაშაძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

”არანაირი დაპირისპირება მმართველ გუნდში არ არის. ოთხპუნქტიანი გეგმა გახლავთ ძალიან ცხადი და ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოთხი მიმართულებით და ამაზე, ჩემი ინფორმაციით, ყველანაირი კონსესუსი არსებობს”, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და აბსურდული უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაშიც.

banner
წინა სტატიაშიპაატა შეშელიძე პრემიერის განცხადებაზე: მას ძალიან მალე მოუწევს გადადგომა
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : ვერ დავადასტურებ,რომ გუნდში განხეთქილებაა