14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულდა

სოფელ მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულდა. სპეციალური ტექნიკითა და სკანერებით ყველა საეჭვო ტერიტორია, მათ შორის ჭაც შემოწმდა.

დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის თქმით, ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ გამორიცხა ვერსია, თითქოს მოზარდი მეწყერმა მოიყოლა.

„ყველაფერი გააკეთეს, სკანერიც და მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა. გამორიცხა, რომ მეწყერში მოჰყვა ბავშვი. ძალიან გახარებული ვარ, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი. ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა“, — აცხადებს tv პირველთან სოფო ბიბილაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა, საქმეზე გამოძიება გრძელდება. პოლიციაში ეტაპობრივად იკითხებიან ის მოწმეები, რომლებმაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე იმყოფებოდა, საიდანაც უკვალოდ გაუჩინარდა.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში 12 წლის მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების დეპარტამენტი: დასავლეთიდან მომავალი სატვირთოები დროებით ნარეკვავი-მცხეთა-ზაჰესის მარშრუტით გადააგილდება