მლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა

მლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს, ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
“დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშითურქეთიდან საქართველოში უახლოეს ხანებში იაფი ხილ-ბოსტნეული შემოვა…
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: არ დავიზარებ გავაკეთო კომენტარი გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დაიქცევა