10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მკვლევარი ბესიკ დონაძე: პატიმართა რაოდენობა გაიზარდა, კვების თანხა კი შეამცირეს

კოალიცია ცვლილებისთვის კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, პატიმართა კვების ტენდერი გამოცხადდა, 2 თვეში პატიმართა რაოდენობა 800 ადამიანით გაიზარდა, კვების თანხა 14 ლარიდან 13,41 ლარამდე შეამცირეს.

,,პატიმართა რაოდენობის ხარჯზე თანხა გაიზარდა 6 735 083 ლარით, დასავლეთ საქართველოს პენიტენციური დაწესებულება – 9 000 პატიმარი, 152 393 003 ლარი, აღმოსავლეთ საქართველოს პენიტენციური დაწესებულება – 2 800 პატიმარი, 49 126 502 ლარი, ამ თანხაში შედის პენიტენციური სამსახურის 2 141 თანამშრომლის კვება.

ყურადღებით დავაკვირდები ტენდერის მიმდინარეობას, შერჩევა/შეფასების, ხელშეკრულების გაფორმების და შესრულების ეტაპებს”,- წერს კოალიცია ცვლილებისთვის კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა კვებისთვის ტენდერს აცხადებს
შემდეგი სტატია„ბლუმბერგის“ ცნობით, იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის დეფიციტია