მკვლეობა და დაჭრა ზუგდიდში – 33 წლის მამაკაცი, რომელიც ცოლ-ქმარს თავს დაესხა, პოლიციამ დააკავა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ტ.ზ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ბრალდებულმა ცივი
იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა 1960 წელს დაბადებულ ა.ქ. ხოლო, მის
მეუღლეს – 1963 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.
დაშავებული გ.დ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის
„ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის მესიჯს ორივეს, რუსებსაც და ამერიკელებსაც” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა – საქართველოს მთავრობა