მკვლელობით დასრულებული სისხლიანი გარჩევა მარტყოფში – რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 21:28

მკვლელობით დასრულებული სისხლიანი გარჩევა მარტყოფში – რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი

მარტყოფში სასტიკად მოკლული ავთო ხახიაშვილის ოჯახის წევრები ჩხუბში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 19 წლის ბიჭის ბებია აცხადებს, რომ დაპირისპირებაში 15 ადამიანი მონაწილეობდა და ბიჭს ცივი იარაღით 4 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, დაკავებული გავლენიანი ოჯახის წევრია და შესაძლოა ბრალდებული არასრულწლოვანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.

მოკლულის ბებია ფორმულას უყვება, რომ ტრაგედიას წინ წარსულში მომხდარი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც დაკავებულ არასრულწლოვანსა და ერთ-ერთ თანასოფლელს შორის ჩხუბი დაიწყო. მაშინ ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელება გახდა მარტყოფში 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზიც. მისი ნათესავები ამბობენ, რომ ავთო ხახიაშვილი ჩხუბში გამშველებლის როლს ასრულებდა.

ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში დაიწყო სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. დაპირისპირებულმა მხარეებმა ამის შემდეგ სოფლის ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაინაცვლეს, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა. სწორედ აქ მიაყენეს ავთო ხახიაშვილს ცივი იარაღით გულმკერდის არეში 4 სასიკვდილო ჭრილობა.

19 წლის ბიჭი უმძიმესი ჭრილობებით საავადმყოფოში მისმა მეგობრებმა გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ მომხდარიდან მალევე 16 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

fb

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 21:28