მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე – სავარაუდოდ დაჭრილია კიდევ ერთი პირი

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას სავარაუდოდ კიდევ ერთი პირი დაიჭრა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მკვლელობის საქმეზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვები პოლიციაში. თვითმხილველთა ნაწილმა პოლიციის შენობა განმარტებების გარეშე დატოვა.

გვიანობამდე მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოკლული ზვიად ჯაფარიძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მის ახლობლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მკვლელობა ძველ თბილისში გუშინ საღამოს მოხდა. მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მას 7-ჯერ ესროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: იუსტიციის საბჭო რომ პარლამენტს არ ელოდება და რვა მოსამართლეს უვადოდ ნიშნავს, ეს ინსტიტუციური უპატივცემულობაა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება