მკვლელობა თბილისში-ქმარმა ყოფილ ცოლს ესროლა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

მკვლელობა მოხდა გვიან ღამით კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე. 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ შელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვნმიტანილი, 40 წლის მამაკაცი კი მიიმალა. ის სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტს გარდაცვლილის მამიდა შეესწრო, რომელიც პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში6 საათიანი ჩხრეკა ბიძინა კუჭავას აგარაკზე დასრულებულია
შემდეგი სტატიასინოპტიკოსები გამოდარებას 9 თებერვლიდან ვარაუდობენ