მკვლელობა თბილისში – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

Crime Scene

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, 1968 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრთა 30%-ს ქალები უნდა შეადგენდნენ
შემდეგი სტატიაყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს ძალიან – აბესაძე NDI-ს კვლევაზე